კურსის მიზანი
ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისება და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ0ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლოგეგმის მოთხოვნების და პრინციპების შესაბამისად.
კურსის შედეგები
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე:
- შეძლებს დამოუკიდებლად კომპიუტერის ჩართვას და გამორთვას უსართხო რეჟიმში;
- შეძლებს განასხვავოს კომპიუტერის ძირითადი და დამხმარე მოწყობილობები;
- შეძლებს ფანჯრებში და ამოცანების პანელზე მუშაობას;
- შეძლებს საქაღალდეებზე და ფაილებზე მუშაობას;
- შეძლებს ფაილის ტიპების გარჩევას;
- შეძლებს ტექსტურ რედაქტორში მუშაობას (დოკუმენტის შექმნა ფორმატირება, ცხრილების, სურატების, გრაფიკული ობიექტების ჩასმას, დოკუმენტისშენახვას);
- შეძლებს მსგავსი ამოცანების იდენტიფიკაციას სხვადასხვა საოფისე პროგრამებში;
- შეძლებს ელექტრონულ ცხრილებში მუშაობას;
- შეძლებს ინტერნეტის გამოყენებას პროფესიული საქმიანობისთვის (პროფესიული ინფორმაციის მოძიებას, შენახვას)
- შეძლებს კომუნიკაციას ელ-ფოსტის მეშვეობით;
მეთოდები
კურსის მსვლელობა აგებულია სწავლების შემდეგ ფორმებზე: აქტიური ლექცია, დემონსტრირება-მართული, პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვა.
ტრენინგის ფორმებია: ინდივიდუალური, წყვილებში, ჯგუფებში მუშაობა.
კურსის ხანგრძლივობა
კურსის სრული ხანგძლივობა 8 დღე (24 საათი).
I-დღე
შესავალი- კომპიუტერის მოწყობილობები, თაგვის და კლავიატურის მოხმარება.
II-დღე
ტექსტური რედაქტორი- ტექსტის შეტანა, ფორმატირება, სასწავლო ტესტის შედგენის მეთოდიკა ძირითადი საფეხურები
III-დღე
ფაილები და საქაღალდეები - მოქმედებები ფაილებზე და საქაღალდეებზე.
IV-დღე
ინტერნეტის გამოყენება პროფესიული მიზნებისთვის- ტექსტური და მედია -ელემენტების მოძიება და გამოყენება.
V-დღე
ელექტრონული ფოსტა-ელ.ფოსტის რეგისტრაცია, წერილზე მუშაობა გაგზავნა მიღება გადმოწერა მიმაგრებული ფაილის.
VI-დღე
ტექსტური რედაქტორის გაგრძელება გრაფიკული ობიექტების ჩასმა.
VII- დღე
ელექტრონული ცხრილები-მონაცემების შეტანა ელ.ცხრილში, მონაცემების რედაქტირება;
VIII-დღე
ციფრული მეხსიერება-ინფორმაციის მატარებლებზე (დისკი, ფლეშ-მეხსიერება) მუშაობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий